მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის მიზანი იყო არა რეალურად ვინმესთვის სანქციების აღსრულებისთვის ხელის შეწყობა, არამედ მხოლოდ ყალბი იარლიყების მიკერება ხელისუფლებისთვის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც იცის, რომ ოთარ ფარცხალაძის ისტორიასთან დაკავშირებით გამოგონილი და არასწორი ბრალდებები გაჟღერდა ხელისუფლების მიმართ.
“ძალიან კარგად იციან პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც, რომ ფარცხალაძის ისტორიასთან დაკავშირებით გამოგონილი ბრალდებები იყო არასწორი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ. ახლა, როდესაც ჭიანურდება ის პროცესი, რასაც მოქალაქეობის შეწყვეტა ჰქვია, ეს ყველასათვის ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიზანი იყო არა რეალურად ვინმესთვის სანქციების აღსრულებისთვის ხელის შეწყობა, არამედ მისი მიზანი იყო მხოლოდ ყალბი იარლიყების მიკერება ხელისუფლებისთვის. ყველასთვის ნათელია, ვინ რისკენ ექაჩება ამ ქვეყანას,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა სალომე ზურაბიშვილს 2 დღის წინ გაუგზავნა. პრეზიდენტს დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.