დავით ბაქრაძე: დღეს პრემიერმინისტრი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე

ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ ანტონიო გუტიერეშთან, რომელმაც პრემიერმინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული და ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„გრძელდება საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ ანტონიო გუტიერეშთან, რომელმაც პრემიერმინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა კრიზისებით დამძიმებულ გარემოში საქართველოს ხელისუფლების ბრძნულ პოლიტიკას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები, ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად. განსაკუთრებით, ევროპელ ლიდერებთან, საუბარი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 პუნქტის წარმატებით შესრულებას და ასევე, იმ მაღალ მოლოდინებს, რომლებიც გააჩნია საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. დღეს კი უკვე მთავარი ღონისძიებაა.
საქართველოს პრემიერმინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფარგლებში მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, ხაზს გაუსვამს ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიან პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ისაუბრებს იმ ეკონომიკურ რეფორმებზე და დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობისათვის ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები