ირაკლი ღარიბაშვილი: ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით
ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.
“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ქსავიე ბეტელთან.
განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით და მადლიერება გამოვხატე ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.
კოლეგას დავუდასტურე საერთო ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის დიდი სურვილი”, – აღნიშნავს პრემიერი.
Great meeting w/@Xavier_Bettel, PM of 🇱🇺, in frames of #UNGA78. Discussed 🇬🇪’s progress w/ implementation of 12 recommendations & expressed gratitude for 🇱🇺's unwavering support towards 🇬🇪's accession to 🇪🇺. Also, affirmed strong interest for coop in spheres of common interest. pic.twitter.com/xpn6HFlmuo
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 22, 2023