ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, დავსწრებოდი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაური “ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები