“ეკონომიკის მინისტრი ისაუბრებს, როგორ მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წინამოსამზადებელი და შესაძლო ინვესტორების შერჩევის პროცესი” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ეკონომიკის მინისტრი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, წინამოსამზადებელი და შესაძლო ინვესტორების შერჩევის პროცესი”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს გავლით შუა აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების ბრუნვა იზრდება და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტის მიმართ დაინტერესება წინა წლებთან განსხვავებით ძალიან მაღალია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები