“შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოწვევა გარკვეული შოუების მოწყობასა და დესტრუქციის შემოტანას ემსახურება” – გივი მიქანაძე
„შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოწვევა ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ მათ (რადიკალურმა ოპოზიციამ) სცადონ, გარკვეული შოუები მოაწყონ, შემოიტანონ დესტრუქცია“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
„საქმის შინაარსში შესვლა მათი ინტერესი არ არის. საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, იმ კონკრეტულ არგუმენტებს და ფაქტებს, რასაც მინისტრი გააჟღერებს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დღეს წარდგება.