დიდ ჯიხაიშში დოღი ჩატარდა
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, დიდ ჯიხაიშში ღვთისმშობლობის დღესასწაულზე დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხედრები იღებდნენ, – ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დოღი ხუთ სახეობაში გაიმართა და გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ. მარულა- გიორგი ცინცაძე. შერეულ სისხლში 1400 მეტრზე- გიორგი ცინცაძე. 2-წლიან ცხენებში 1000 მეტრზე- გიორგი ფოფხაძე. ნახევრადსისხლიანებში 1600 მეტრზე- ლიზი ხოფერია ადგილობრივი ჯიშის ცხენებში 1200 მეტრზე – მხედარი გაბრიელ ბენიძე. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.