თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, იესპერ მოლერს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, იესპერ მოლერს შეხვდა.
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის მეთაურმა იესპერ მოლერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობას განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.

აჭარაში “UNICEF”-ის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობა, მოიცავს ჯანმრთელობის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები