ირაკლი ღარიბაშვილი – ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.

“ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები