ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.

„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას“, – წერს მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა პაპუნა ლეჟავაც. ინფორმაცია ლეჟავამ სოციალური ქსელის მეშვეობითაც გაავრცელა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამაც დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები