როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

“18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში. 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18-19 სექტემბერს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18-19 სექტემბერს  შესაძლოა წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები