სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას ადგილზე აკვირდებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენელი, ირმა შველიძე და  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბაგა-ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სოფელ იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდა.
შენდება  მე-4 ბაგა-ბაღი.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება 16 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები