მსოფლიო დასუფთავების კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ გორიც შეუერთდა

ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასუფთავების აქციაში გორის მერიისა და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. აქციას მოხალისე ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორად მართვაა, რაც ზეგავლენას ახდენს გარემოს გაუმჯობესებასა და კლიმატის ცვლილების პროცესზე.სწორედ ამ მიზნით ყოველი წლის სექტემბერში მსოფლიოში იმართება საერთაშორისო კამპანია„დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის(UNEP) ინიციატივით 1993 წელს დაფუძნდა.

2023 წელს კამპანიაში ჩართული იქნება 197 ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, ხელისუფლებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

საქართველო კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწისმეგობრები – საქართველოს ინიციატივით 2010 წლიდან ჩაერთო.

კამპანიაში მონაწილეობას ყოველ წელს გორის მუნიციპალიტეტიც უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები