უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კადიროვის დაავადებები გაუარესდა და ის კომაშია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრი იუსოვი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, ის დაავადებები, რაც ჩეჩნეთის ლიდერს ჰქონდა – გაუარესდა.

„მართლაც, არის ინფორმაცია, რომ კადიროვი მძიმე მდგომარეობაშია და იქ არსებული დაავადებები გაუარესდა და გახდა ამ მდგომარეობის მიზეზი“, – წერს იუსოვი „ტელეგრამზე“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკვე რამდენიმე დღეა კომაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები