საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა.

11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ამ დრომდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები