სტოლტენბერგი 18-21 სექტემბერს ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18-21 სექტემბრის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში და გამართავს შეხვედრებს ამერიკელ და მსოფლიო პოლიტიკოსებთან.
21 სექტემბერს გენერალური მდივანი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე – ტრანსატლანტიკურ ვახშამზე, რომელსაც სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მასპინძლობს.