ქალაქ თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის №34-ში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

თეთრიწყაროს საკონსულტაციო ცენტრის ოფისი,
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა,
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან დავით სიმონიანთან ერთად
გახსნა. გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა
შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო
სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების,
სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური
კონსულტაცია.

აქამდე თეთრიწყაროს მოსახლეობას საზოგადოებრივი
ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის რუსთავის იურიდიული
დახმარების ბიუროში ან მარნეულის საკონსულტაციო ცენტრში უწევდათ ჩასვლა.
ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ქალაქ თეთრიწყაროშია ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები