“გარკვეული ძალები მოწოდებულნი არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

“გარკვეული ძალები მოწოდებული არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი – ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების მოტრიალება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია და ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დროს მიტინგებსაც კი აწყობდნენ ხელისუფლების გადადგომისა და არასამთავრობოებზე მთავრობის გადაბარების მოთხოვნით, სწორედ ეს არის ის ძალები, რომლებიც სამწუხაროდ, მოწოდებული არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი – ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების მოტრიალება. ამ მიზნის მისაღწევად ისინი სპეკულაციურად იყენებენ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს და ზოგადად, მთლიანად ეს კონტექსტი ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარ საფუძვლად გახადეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები