ლიბიაში წყალდიდობის გამო 55 ბავშვი მოიწამლა

ლიბიის ქალაქ დერნაში სტიქიის შედეგად, დაბინძურებული წყლის გამო, სულ მცირე 55 ბავშვი მოიწამლა.

ამის შესახებ პორტალ Abaad-თან საუბარში ლიბიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ჰაიდარ ალ-საიჰმა განაცხადა.

მანამდე, ალ-ბაიდას სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა და აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობასთან არსებული საგანგებო კომიტეტის წევრმა, აბდერაჰიმ მაზეკმა თქვა, რომ ცხედრების დაგვიანებული აღმოჩენა ეპიდემიებსა და ინფექციებს გამოიწვევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა წყალდიდობის გამო დატბორილი რაიონებიდან ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები