გაერო: უკრაინაში 18 მილიონ ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) სპიკერმა, სავიანო აბრეუმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

მისი თქმით, ქვეყანას მსგავსი პრობლემები ადრეც ჰქონდა, თუმცა, ისინი ასეთი მასშტაბის არ იყო.

“დღეს ჰუმანიტარული დახმარება 18 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. ეს არის იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან“, – თქვა მან Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, ელოდება თუ არა გაერო უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას, აბრეუმ დადებითი პასუხი გასცა, „თუ ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, შენარჩუნდება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთარი ახლოვდება და ეს ახალ რისკებს ქმნის და ხალხის საჭიროებების გაზრდას გამოიწვევს.

„ველოდებით, რომ წლის ბოლომდე გავზრდით ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას და მივაწვდით 11 მილიონ ადამიანს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ, სულ მცირე, 11 მილიონ ადამიანს 18 მილიონზე მეტი ადამიანიდან“, – თქვა აბრეუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები