ბელარუსი-რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა – ლუკაშენკომ პუტინს სამმხრივ თანამშრომლობაზე დაფიქრება შესთავაზა

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს “სამეულის ფარგლებში თანამშრომლობაზე” დაფიქრება შესთავაზა – რუსეთი- ბელარუსი – ჩრდილოეთ კორეა.

ამის შესახებ მან სოჭში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თქვა.

“ყურადღებით ვაკვირდებოდი ბოლო დღეების თქვენს მძიმე სამუშაო საათებს. სასიამოვნო იყო თქვენი დანახვა კიმ ჩენ ინთან ერთად კოსმოდრომ “ვოსტოჩნიზე”. რადგან თავად ვარ იქ ნამყოფი, თქვენთან ერთად ადრე ვსტუმრობდით ამ კოსმოდრომს. ვფიქრობ, შეგვიძლია, სამეულის ფარგლებში თანამშრომლობაზე დავფიქრდეთ. ვიცი, რომ კორეელებს თქვენთან მიმართებით დიდი ინტერესები აქვთ. ვფიქრობ, ბელარუსისთვისაც გამოიძებნება სამუშაოს მცირე ლუკმა, არსებული პრობლემების გათვალისწინებით”,  თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები