“რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. მისი თქმით, აშშ ცდილობს გარე საფრთხეების გამონახვას, თუმცა, თავად ამერიკელები ამბობენ, რომ საფრთხეები თეთრი სახლიდან მომდინარეობს.
ამის შესახებ მან სოჭში, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე თქვა.
„ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტების მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, ისინი თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, თუ არ ვცდები, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისთვის მოდის იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმია განთავსებული, ჩემი აზრით, ან თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე. მაგრამ საფრთხეს სხვაგან ეძებენ”,- თქვა მან.