კიევში საერთაშორისო სისხლის სამართლის ოფისი გაიხსნა
კიევში საერთაშორისო სისხლის სამართლის (ICC) ოფისი გაიხსნა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა და ICC-ის პროკურორმა – კარიმ ხანმა ბრიფინგზე განაცხადეს.
კოსტინმა ოფისის გახსნას უკრაინასა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შორის „თანამშრომლობის ახალი თავი“ უწოდა.
„ეს გაზრდის ეფექტურობას და რეაგირების სიჩქარეს იმ დანაშაულებზე, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
კარიმ ხანმა თქვა, რომ ”ჩვენ ვიჩენთ თავშეკავებას და გამძლეობას, რათა ჩვენი სიტყვები ცარიელი სიტყვები არ იყოს”.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზეა აღნიშნული, ICC-ის ღია ოფისი კიევში არის სასამართლოს ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰააგის გარეთ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში ამჟამად 104 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაულია რეგისტრირებული.
17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, სადაც მათ ბრალს სდებენ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციაში.