ბაიდენმა უკრაინის ეკონომიკის აღდგენის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

პენი პრიცკერი აშშ-ში სტაჟიანი საჯარო მოხელე და ვაჭრობის ყოფილი მდივანია, რომელსაც აქვს „უკრაინასთან ღრმა კავშირები“ აქვს.

”ის წაახალისებს აშშ-ის ძალისხმევას უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად, რაც მოიცავს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვას, დონორებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრას, საექსპორტო ბაზრებისა და ბიზნესების ხელახლა გახსნაზე მუშაობას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისა და ნგრევის გამო დაიხურა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პრიცკერი ასევე იმუშავებს უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, G7-ის საკოორდინაციო პლატფორმის მეშვეობით, რათა უზრუნველყოს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ქმედებები შეავსონ და გააძლიერონ ერთმანეთი.

„სპეციალური წარმომადგენელი დაეხმარება უკრაინის მთავრობას ეკონომიკის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმების განხორციელებაში და იმუშავებს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოს, რომ როდესაც უკრაინა გამოჯანმრთელებას დაიწყებს, ის უფრო ძლიერი აღდგება“, – თქვა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს უკრაინას თავისი თავისუფლების დაცვაში.

„უკრაინის მამაცმა ხალხმა შთააგონა მსოფლიო თავისი გამძლეობითა და მონდომებით და როგორც ეს განცხადება ადასტურებს, შეერთებული შტატები რჩება ერთგული, იდგეს მათ გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები