მაია ბითაძე: ჩვენი მთავარი მიზანი არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასრულება – თუ ოპოზიციიდან ვინმეს ექნება სურვილი, დაუჭერს მხარს ან არ დაუჭერს, მაგრამ მთავარი იყო ჩვენი რეაგირება

არ შეიძლება, ჩვენ რეაგირება არ გვქონოდა კონსტიტუციის დარღვევაზე, რამდენადაც ეს არის ქვეყნის უზენაესი კანონი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ ლუსტრაცია გაუკეთა თავად ოპოზიციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

ბითაძის თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, როდესაც კანონის დარღვევაზეა საუბარი, მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დასრულება. თუ ოპოზიციიდან ვინმეს ექნება სურვილი დაუჭერს მხარს ან არ დაუჭერს, მაგრამ აქ მთავარი იყო რეაგირება. არ შეიძლება, ჩვენ რეაგირება არ გვქონოდა კონსტიტუციის დარღვევაზე, რამდენადაც ეს არის ქვეყნის უზენაესი კანონი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ ლუსტრაცია გაუკეთა თავად ოპოზიციას. კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ისინი არ ენდობიან ერთმანეთს. შესაბამისად, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ერთმანეთს არ ენდობა და აცხადებს, რომ არ შევა დარბაზში ან შევა და ასე შემდეგ, ძალიან გაუჭირდება ამომრჩეველს ასეთი ტიპის ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. თუ ისინი ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ ელემენტარულ საკითხზე, როგორ უნდა მართონ ქვეყანა? ასე, რომ იმპიჩმენტის პროცედურები ფორმალურად დასაწყები იყო. ეს ასე მოხდებოდა ნებისმიერ სახელმწიფოში, თუნდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლისკენაც ჩვენ ასე მივისწრაფვით, რადგან ეს არის ელემენტარული სამართალი. ყველა ვალდებული ვართ, სამართლის უზენაეს ნორმას დავემორჩილოთ, რასაც კონსტიტუცია ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები