ნაუსედა იმედოვნებს, რომ ნატო უკრაინას 2024 წელს “მწვანე შუქს” აუნთებს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმედოვნებს, რომ 2024 წლის ნატოს სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწევრიანებაზე “მწვანე შუქს” მიიღებს.

ამის შესახებ მან კრინიცას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ფორუმზე განაცხადა, -,იუწყება LRT.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის სამომავლო წევრობის მისწრაფებების ალგორითმი ვილნიუსში მიმდინარე წლის ივლისში ალიანსის სამიტზე შეიქმნა.

„ახლა ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და მე პოლონეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის იმედი მაქვს, რათა ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ დავეხმარებით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში და შესაძლოა, “მწვანე შუქი” ავუნთოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვილნიუსში მიღებული ტექსტი არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მისმა მონაწილეებმა შეძლეს. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკური ვალდებულებები უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები