“ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ, რეკომენდაცია გაეწია საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან” – რევაზ ჯაველიძე

„ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავებული იყო ვენეციის კომისიისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების რეკომენდაციის საფუძველზე“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

„მასში გაწერილია კონკრეტული ვადები, თუ რა ვადებში მიიღებენ კონკრეტული უწყებები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ან ნორმატიულ აქტებს. დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას ფარავს. ეს საკითხებია: ანტიკორუფციული თემატიკა, ანტიმონოპოლიური საკითხები, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული თემატიკა, მედიაპლურალიზმი, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელი ღონისძიებები.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, რეკომენდაცია გაეწია საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან“, – აღნიშნა ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები