ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს. გამოცდები წელს პირველად ტარდება.
განხორციელებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად.
გამოცდები ორ ეტაპად – სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარდება.
გამოცდები ელექტრონული ტესტირების მეთოდით ტარდება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით განისაზღვრება.