მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილზე თავდასხმით „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების გამართლებას ცდილობს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ პრემიერის მიუნხენში მგზავრობის შესახებ მედიასა და ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილზე თავდასხმით „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების გამართლებას ცდილობს.
„რა თქმა უნდა, ეს პრემიერ-მინისტრს შეეხება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს და ხალხი რომ ლაპარაკობს, ვამაყობთ ამ კაცის სხვადასხვა წინადადებებისა და ფრაზის გამოო, ამას რომ დარტყმას მიაყენებენ და ზიანის მიყენების მცდელობა ექნებათ, ბუნებრივი ამბავია და არ გვიკვირს. ამასობაში თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის „გაპრავების“ მცდელობა რომ ექნებათ, ესეც კარგად გასაგებია. მაგრამ რამდენჯერაც ეს მოინდომეს, ახალი დანაშაულები და ამაზრზენი საქციელები ამოუვარდა იმ კაცს და ცოტა რომ დაწყნარდნენ და ამ ტყუილებს თავი დაანებონ, იმიტომ, რომ თავისივე კატას ითხრიან, როგორც ჩანს, ცნობილი ანდაზის არ იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.