მამუკა მდინარაძე – ამერიკული ბაზის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა, ეს არის პროვოკაციული ტყუილი

გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა ეს არის პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება, რომელიც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება და ასე უბრალოდ ნათქვამი, გასატარებელი, მოგონილი ამბავი კი არ არის. ეს არის პროვოკაციული [ტყუილი], – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.

მდინარაძის თქმით, ამ დეზინფორმაციას შესაძლოა დამაზიანებელი შედეგები მოჰყოლოდა.

„შედეგი შეიძლება მიიღო ისეთი დამაზიანებელი, რომელზეც საუბარიც კი შეიძლება გაჭირდეს პირდაპირ ეთერში. აი, ასეთი ტყუილი, რომელსაც არ ერიდებიან. „მთავარი არხი“ ხომ არ არის ცალკე მედიასაშუალება, რომელიც თავისი ნებით რაღაცებს ლაპარაკობს, იგონებს ან არ იგონებს. ის ხომ იმ სტრუქტურაში ზის, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი, ომისა და ღალატის პარტია, როგორც გნებავთ, ისე მოვიხსენიოთ. უფრო დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, ვიდრე ოდესმე, რასაც, რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, შეიძლება გაგრძელების დროს სხვადასხვა ამბავი მოჰყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „მთავარი არხი“ ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ ამერიკული ბაზის შექმნის შესახებ შეთავაზებას არ უარყოფს.

„უდიდეს შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯების გარდა, თავის მომხრეებს დიდ შეურაცხყოფას აყენებს ასეთ რამეს რომ ჰკადრებს. იცის, რომ დღეს თუ არა, ხვალ ეს დეზინფორმაცია გასკდება, სიცრუე გამოაშკარავდება, მაგრამ ერთდღიანი ეფექტისთვისაც – იქნებ ამ პროვოკაციამ რაიმე შედეგი მოიტანოს, მაინც ჰკადრებენ საკუთარ მომხრეებს, მაყურებლებსა და ამომრჩევლებს ამ სიბინძურეს“, – მიმართა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები