ნიკოლოზ სამხარაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრისას ისაუბრეს უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, არაბთა გაერთიანებული საამიროებში დაგეგმილ საპარლამენტო ვიზიტზე, რომლის დროსაც ხელი მოეწერება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და დაგეგმილ ორმხრივ პროექტებზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების რაუნდი ძალიან სწრაფად დასრულდა. მალე მოეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ასევე აღვნიშნეთ, რომ უვიზო მიმოსვლამ, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლიდან ხელი შეუწყო როგორც ქართველი ტურისტების მოგზაურობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასევე, არაბი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას. აღინიშნა, რომ ყოველკვირეულად 60-ზე მეტი რეისი სრულდება ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრისას, საუბრის თემას წარმოადგენდა რეგიონის უსაფრთხოების გარემო როგორც შავი ზღვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ყურადღება გამახვილდა იმ მასტაბილიზირებელ როლზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავიანთ რეგიონში ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები