ოკუპანტებმა ოდესის და სუმის რეგიონებზე იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ოდესისა და სუმის რეგიონებზე იერიში მიიტანეს. გამოყენებული იყო 44 “შაჰედი”, რომელთა გაშვება სამი მიმართულებიდან დაფიქსირდა: პრიმორსკო-ახტარსკიდან, ჩაუდას კონცხიდან და კურსკიდან, მათგან 32 ჩამოგდებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, იერიში 4,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

აღნიშნულია, რომ სამიზნე დუნაის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

“საპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შედეგად დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები, სატვირთო მანქანების სადგომზე ხანძარი გაჩნდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხანძრის ლიკვიდირება ოპერატიულად მოხდა, თუმცა, შვიდი მძღოლი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს.

გარდა ამისა, სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სუმის ცაზე 3 დრონის განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები