თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელები ბაიდენის საქმეს 9 თვე იძიებდნენ, თუმცა რაიმე დანაშაულის მტკიცებულება ვერ იპოვეს

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

თეთრი სახლის სპიკერის, იან სამსის განცხადებით, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საქმეს 9 თვის განმავლობაში იძიებდნენ და მათ დანაშაულის ვერავითარი მტკიცებულება ვერ იპოვეს.

მისივე თქმით, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, კევინ მაკკარტიმ ღია იმპიჩმენტის ჩატარების თაობაზე კენჭისყრა დააანონსა, თუმცა, ახლა აზრი შეიცვალა, რადგან მას მხარდაჭერა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები