წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

FILE PHOTO: U.S. President Joe Biden delivers remarks on the state of the coronavirus disease (COVID-19) vaccinations from the State Dining Room at the White House in Washington, D.C., U.S., April 6, 2021. REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი თავის კომიტეტებს მოუწოდებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევა დაიწყოს.

„ბრალდებები შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ხელის შეშლას და კორუფციას. ეს წარმომადგენელთა პალატის მხრიდან შემდგომ გამოძიებას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენი პალატის კომიტეტებს მივმართავ, ოფიციალური მოკვლევა დაიწყონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე“, – აღნიშნა კევინ მაკკარტიმ.

პალატის ხელმძღვანელობით ჩატარებული რესპუბლიკური პარტიის გამოძიებით, ჯერ არ არსებობს რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პრეზიდენტმა ფინანსურად ისარგებლა ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნეს გარიგებებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თქმით, მისი დავალებით, გამოძიებას პალატის წარმომადგენლები ჯეიმს კომერი, ჯეისონ სმიტი და ჯიმი ჯორდანი უხელმძღვანელებენ.

ბოლო კვირების განმავლობაში მაკკარტიმ რესპუბლიკელებს პირადად განუცხადა, რომ ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიებას აპირებს და იმედოვნებს, რომ პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები