„საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობის საქციელს „უკიდურესად ამაზრზენი“ უწოდა, – ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ SOVA-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამიტომ, უკრაინელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს „არ აქვს ერთი შანსი“ გახდეს ევროკავშირის წევრი.
„საქართველოს ამ პერიოდებში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალური პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. – ზურაბიშვილი დემონსტრაციულად ექვემდებარება იმპიჩმენტის კანონს და ყველაზე ამაზრზენ ქცევას ხელისუფლებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. საქართველოს „არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.