თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 172-ე სეზონი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება

16, 17 სექტემბერს, 19:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი” გაიხსნება.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, ეს იქნება 172-ე სეზონი.
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი;  დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია; სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება – გიორგი ალექსი-მესხიშვილი; ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი.
მონაწილეობენ:
აბიო მეფე – გოჩა დათუსანი,
აბესალომი – თეიმურაზ გუგუშვილი,
ნათელა – ელენე ჯანჯალია,
მარიხი – მარიკა მაჩიტიძე,
ეთერი – მაყვალა ასპანიძე,
მურმანი – ვახტანგ ჯაშიაშვილი,
ნაანა – ნანა ძიძიგური,
თანდარუხი – თამაზ საგინაძე,
სტუმარი – გია მახარაძე,
მსახურთუხუცესი – აკაკი გუგუშვილი
დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები