შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მელინე არაკელიანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე მუშაობაში.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოიხატა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის, ყველა მხრივ დაეხმაროს საქართველოს.