როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიასა და აჭარაში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

11 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე გურიასა და აჭარაში დროგამოშვებით ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი, თუმცა, ეს ინტენსიური სახის არ იქნება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ამ დღეების განმავლობაში რეგიონებში ღამითაც იწვიმებს, თუმცა, სიტუაცია ამ შემთხვევაშიც სტაბილური იქნება. მათივე განცხადებით, ისეთი ინტენსივობის უხვი ნალექის მოსვლა, რამაც პრობლემები შექმნა, ამ დღეების განმავლობაში რეგიონებს აღარ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები