ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ჩვენს ევროპელ მეგობრებს სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი

მიმაჩნია, რომ პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როდესაც არ მიეცა სტატუსი საქართველოს, არამედ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.

„მე ეს ავხსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში, რომ ყველაზე ანტიევროპული ძალები, რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ის ძალები, რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური, ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ასახსნელია და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ამიტომ, თუ ჩვენს და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოვთქვა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში, მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის, გარემოების გათვალისწინებით, რაც არის გეოპოლიტიკა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ა.შ. უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს, როგორც მინიმუმ, გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი და შეფასება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები