დანიის პრემიერმინისტრი კიევში იმყოფება

დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი კიევში იმყოფება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ეს მისი მესამე ვიზიტია.

დანიის და უკრაინის მედია იტყობინება, რომ პოლიტიკოსი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა.

ფრედერიკსენის ვიზიტი წინასწარ არ იყო ცნობილი.

TV2 იუწყება, რომ კიევში ჩასვლამდე ფრედერიკსენმა ბუჩას ეკლესია მოინახულა, სადაც ახლა ოკუპაციის დროს ჩადენილი რუსეთის სამხედრო დანაშაულების ფოტოგამოფენაა.

კიევში დღეს ასევე ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა.

მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიპლომატი აშშ-ის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს, რომლის საერთო ოდენობა 1 მილიარდზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები