შოიგუმ ფხენიანთან ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა არ გამორიცხა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების გამართვა არ გამორიცხა.
“რატომაც არა, ჩვენ მეზობლები ვართ”, – თქვა მან.
მანამდე, The Korea Times-მა სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს შოიგუმ ამგვარი სწავლების გამართვა კიმ ჩენ ინს შესთავაზა.
როგორც სამხრეთ კორეის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, იუ სან ბომმა თქვა, “ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა ჩრდილოეთ კორეამ რუსული წინადადება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, ჩრდილოეთ კორეას სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო მანევრები არ ჩაუტარებია”.