Milliyet: ერდოღანი პუტინთან მოლაპარაკებაში განაცხადებს, რომ მზად არის, უკრაინის საკითხზე შუამავლის როლი შეასრულოს
სოჭში დღეს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.
სხვა საკითხებს შორის მოსალოდნელია, რომ რეჯეპ თაიპ ერდოღანი კოლეგა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დროს გამოაცხადებს მზადყოფნას, გახდეს შუამავალი უკრაინის საკითხის მოგვარების ჭრილში.
ამის შესახებ თურქული გაზეთი – Milliyet წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს გაუსვამს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მნიშვნელობას და განაცხადებს, რომ მზად არის, აიღოს შუამავლის როლი და გაუწიოს ყველანაირი მხარდაჭერა, მათ შორის, პირდაპირი მოლაპარაკებების ორგანიზება, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა მხარეებს შორის“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ორი ლიდერის შეხვედრამდე „რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნების იმედი არსებობს“.