“პოსტები “დამილაიქეთო“, იქნებ, ეს პოსტიც დავულაიქოთ, სადაც ამბობს, რომ მის გამოჩენამდე კარიკატურული იყო საქართველო” – გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

“პოსტები “დამილაიქეთო”… იქნებ, ეს პოსტიც დავულაიქოთ, სადაც ამბობს, რომ მის გამოჩენამდე კარიკატურული იყო საქართველო, ხოლო მისი ხალხი გამორჩეული არა უძველესი კულტურით და დახვეწილობით, არამედ ღიპეპით, ულვაშებით, დიდი კეპებით, მხოლოდ ცეკვისა და სადღეგრძელოს თქმის უნარებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

„აქ უკრაინელ ხალხთანაც გვაპირისპირებს, დიდად კანონმორჩილნი არიან ხეპრე ქართველებთან შედარებითო, თურმე მან შემოიკრიბა და გზა გაუხსნა ინტელექტუალურ საზოგადოებას და, ზოგადად, განათლება შემოიტანა ერში“, – წერს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები