“იმპიჩმენტის მიზანია ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად” – მიხეილ სარჯველაძე
„მთავრობის მიერ ნაწარმოები საგარეო პოლიტიკის ხელისშემშლელი შეიძლება, აღმოჩნდეს იმ განცხადებების გამეორება სახელმწიფოს სახელით, რომელსაც აკეთებს პრეზიდენტი ამ დრომდე“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საბოლოო მიზანი, როგორც ითქვა, გახლავთ ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად. ვის უბრალოდ პროევროპულობის ნიღაბი აქვს და ამის მიღმა მოწადინებულია ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს.
კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვანია შეფასება. ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შეუთანხმებლობას პრეზიდენტის ქმედებების, აშკარად ადგილი აქვს, რადგან კონსტიტუცია არღვევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობებით.
ითქვა იმის შესახებაც, რომ უმრავლესობას დღეს არ გააჩნია შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით და აქ რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მეორეს მხრივ, რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სარჯველაძემ.