გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირში სამი მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება, ერთიანი მიდგომა გაფართოებაზე

შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ობიექტურად თუ მიუდგებოდნენ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა.

„ევროკავშირში სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს და ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა, როცა ვამბობთ, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი მიდგომა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საჭიროა, ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დააახლოონ. ასევე, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები