ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას
სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას.
„სავარაუდოდ ის თავის ხარჯებით წავიდა. თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა. არაფერი მტკიცებულება არ სჭირდება, მაგრამ მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას, შემთხვევით კი არ მოუვიდა, არამედ შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას. არ ვიცი, ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.