ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია

„ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ანუ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, იგივე სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები