გიორგი ბოტკოველი: მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ევროპული ტურნე საქართველოდან დაიწყოს. 

“მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ევროპული ტურნე დაიწყოს სწორედ საქართველოდან. პირველ რიგში განახორციელოს ის ბერკეტები, რომელიც მის ხელშია და ამ შემთხვევაში სწორედ ევროპელი პარტნიორების მოწოდებით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები