ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს, არიან დაღუპულები
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს.
როგორც მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, შევჩენკოვსკის რაიონში ფრაგმენტები ადმინისტრაციულ შენობას დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე, რუსული რაკეტის ფრაგმენტები ზდოლბუნოვსკაიას ქუჩაზე მდებარე “აშანის” სავაჭრო ცენტრის შენობას მოხვდა.
დარნიცას ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლაი კალაშნიკმა თქვა, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე იყო ლიკვიდირებული, განადგურებულია შენობის სახურავი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის პოლიციის ცნობით, კიევის რეგიონში ექვსი კერძო სახლი დაზიანდა.