30 აგვისტოს ცაზე სუპერმთვარე გამოჩნდება

მსოფლიოს მოსახლეობას 30 აგვისტოს უნიკალური ასტრონომიული მოვლენის – სუპერმთვარის დანახვა შეეძლება.

ხვალინდელ მოვლენას „ლურჯი სუპერმთვარე“ ჰქვია და ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ იქნება.

2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან ორი აგვისტოშია. ერთი მათგანი 1-ელ აგვისტოს იყოს.

სუპერმთვარე არის ასტრონომიული ფენომენი, რომლის დროსაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. ამის გამო, დამკვირვებელს ის 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა ეჩვენება, ვიდრე – მის ყველაზე შორეულ პოზიციაზე.

ზაფხულის ბოლო დღეს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის იქნება 357 ათასი კმ, ხოლო საშუალოდ ეს მანძილი 384 ათასი კმ.

ბოლოს ასეთი ლურჯი სუპერმთვარე ცაზე ხუთი წლის წინ ჩანდა, 2018 წელს; მაშინ მთვარე ჩვეულებრივზე წითელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები